
ქართველი მომხმარებლები ჭკუაში ჯობნიან სუპერმარკეტების მენეჯერებს?
სეზონთან ერთად ქართული სურსათის ფასებიც შეიცვალა. ივნისის მეორე კვირაში სურსათით მოვაჭრე საქართველოს ძირითადმა საცალო ქსელებმა (კარფური, გუდვილი, ფრესკო და სპარი) ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 3.9%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 1.8%-ით დაწიეს. მაისის ბოლოსთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად შეიცვალა შემდეგი პროდუქტებისთვის: ბადრიჯანი (-21%), მაკარონი (-10.3%), ყავა (-5.7%), ხორბლის ფქვილი (+11%), წიწიბურა (+10.5%) და ნიორი (+6.8%).