
არის თუ არა ქართული ხორცის ბაზარი უფრო მეტად დასავლური?
საქართველოში ჩამოსულ ფრანგი ფერმერის შვილს შეიძლება ეგონოს, რომ ქართული სოფლები ძროხებს აქვთ დაპყრობილი. აქ ყველგან ნახავთ პატარ-პატარა ნახირებად მოსიარულე ცხოველებს. ძროხები, დეკეულები და ხბოები, ყველა ერთად დადის და მენახირის მეთაურობით დაეძებს თითოეულ ბღუჯა ბალახს. საოცარ ხედებთან, საფერავთან, ხინკალსა და მწვადთან ერთად, ქართული სოფელი მოულოდნელობებით აღსავსე და საინტერესო სანახავია!