
შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე
ძველ საბჭოთა ფილმში „ერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა.