
მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვილებები და სასესხო რეგულაციები — მათი ეფექტი გაცემული სესხების დინამიკასა და სტრუქტურაზე
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში უცხოური ვალუტით ჭარბვალიანობის ზრდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემის მოსაგვარებლად და ვალუტებთან დაკავშირებული რისკებისგან მსესხებელთა დასაცავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) და საქართველოს მთავრობამ არაერთი ახალი რეგულაცია შემოიღეს. მოდით, შევხედოთ ამ რეგულაციებსა და თანმდევ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებს დროში (იხ. ილუსტრაცია 1) და შევაფასოთ მათი ეფექტი საქართველოში გაცემული სესხების დინამიკასა და სტრუქტურაზე.