
მთავარია, ვისთან ერთად აწარმოებ და არა – ვინ არის შენი სავაჭრო პარტნიორი: საქართველოს ინტეგრაციის ანალიზი გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში
ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთი პროდუქტის წარმოება, როგორც წესი, დედამიწის მრავალი ქვეყნის საწარმოო რესურსების ჩართულობას გულისხმობს. მაგალითად, ტიპური iPhone-ის წარმოების პროცესში 7 ქვეყანაა ჩართული: აშშ, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი და შვეიცარიაც კი. ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს გლობალური ღირებულების ჯაჭვების სახელით მოიხსენიებენ. გლობალური ღირებულების ჯაჭვების აღმოცენებამ ორიოდე ათწლეულზე მეტი ხნის წინ გარდაქმნა ეკონომისტების შეხედულებები ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობისა და წარმოების სპეციალიზაციის შესახებ.