მენეჯმენტი
იაროსლავა (იასია) ბაბიჩი უკრაინაში დაიბადა. განათლება კიევის უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიაში მიიღო, რის შემდეგაც აშშ-ში წავიდა. 2000 წელს იგი ფრანკლინისა და მარშალის კოლეჯის ხელოვნების ბაკალავრი გახდა ეკონომიკისა და ფილოსოფიის მიმართულებებით. 2011 წელს კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხიც მიიღო.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტში იგი წამყვანი ეკონომისტია და მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს. პარალელურად ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე მაკროეკონომიკისა და ღია ეკონომიკის კურსებს ასწავლის. იასიას პროფესიული და კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ზრდის ტენდენციები გარდამავალ ეტაპზე მყოფ ეკონომიკებში, სისტემური კრიზისები და ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების გავლენა ზრდის ტემპზე, ფინანსური კრიზისების გავლენა გრძელვადიან განვითარებაზე. ISET-ის კვლევით ინსტიტუტში იასიას ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს მაკროეკონომიკური ინდიკატორების რეგულარული მონიტორინგი, მთავრობისთვის, კერძო სექტორისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო მომსახრების გაწევა.