შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ: ტენდენციები და რისკები
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2023

წლების განმავლობაში რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებს წარმოადგენდა. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და მისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასზე, როგორც წესი, აისახება უახლოესი მეზობლებისა და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური სურათი. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად სიტუაცია სხვაგვარადაა. საქართველოს ეკონომიკა ისე არ დაზარალებულა, როგორც მოსალოდნელი იყო და ომის დაწყების შემდეგ, გარკვეული მოვლენების შედეგად, დადებითი ცვლილებებიც კი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის, ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები ძალიან მაღალია. ამ მიმოხილვაში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ეკონომიკაში 2022 წელს დაფიქსირებული ყველაზე მკაფიოდ გამოხატული და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტენდენციები, რაც განაპირობებს იმ რისკებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას რეგიონში მიმდინარე ომის გამო. მიმოხილვა არ მოიცავს მიმდინარე და გრძელვადიანი სუვერენული და პოლიტიკური რისკების შეფასებას.

დონორები

შეავსე ფორმა