22
ნოემბერი
2021
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგვარ განმარტებას გვთავაზობს: ფართო გაგებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის „ენერგიის წყაროების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომ ფასად“, მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სისტემას შეუძლია, დაუყოვნებლივ დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა.
30
სექტემბერი
2021
საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
12
სექტემბერი
2021
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქმნის ტრენინგების სერიას, რომელიც დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, გაეცნონ ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი ეკონომიკის ძირითად კონცეფციებსა და იდეებს.
03
მაისი
2021
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 433 მეგავატი, პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1496 მლნ. კვტსთ (2020 წლის მთლიანი გამომუშავების თითქმის 13%) იქნება. ჰესი მდინარე რიონზე, ქუთაისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში უნდა აშენდეს. პროექტს ორი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Group (10%-იანი წილით) და თურქული ENKA Insaat ve Sanayi AS (90%-იანი წილით) ახორციელებს.
15
მარტი
2021
თანამედროვე სამყაროში პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა. გაერთიანებული ერების (გაეროს) გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) პლასტმასით დაბინძურების პორტალიდან ვიგებთ, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მლნ. ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება გლობალურად.