ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა.
ეკონომიკურ ლიტერატურაში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის, გავლენა შრომით ბაზარზე მწვავე დებატების საგანია. წინამდებარე მიმოხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის მიღების ჰიპოთეტური გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით, ქალებში.
განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა.
დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია (Rijsberman, 2019).
პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების ხელშეწყობით, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.