შეავსე ფორმა
Logo
ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება: საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები 2021 წლის დამდეგს
28 დეკემბერი 2020

ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება.

COVID-19 კვლავ გვიტევს: როგორ მოქმედებს პანდემია საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?
05 ოქტომბერი 2020

ალბათ, ყველას კარად გვახსოვს 2006 წლის ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. არც ის არის სიახლე, რომ ენერგეტიკის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ამცირებს სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რისკებსა და შოკებს. საბედნიეროდ, 2006 წლის შემდეგ საქართველომ მოახერხა რუსეთის სხვა ქვეყნით ჩანაცვლება და აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის იმპორტი. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ბუნებრივი გაზის იმპორტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალში გაზმომარაგების უსაფრთხოების პერსპექტივებზე.

შეავსე ფორმა