გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეშვიდე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსგავსი კვლევითი ანგარიშები
ყველას ნახვასაქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი რეგულაციების გატარებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის ცვლილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.
საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.