კვლევითი ანგარიშები

წინამდებარე ანგარიში მოიცავს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში) ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში. ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები.