შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი საქართველოს შერჩეულ სექტორებში

პროექტი „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი საქართველოს შერჩეულ სექტორებში" ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორების სიღრმისეული ანალიზის ჩატარებას, რაც მსოფლიო ბანკის ქვეყნის კლიმატისა და განვითარების ანგარიშის (CCDR) ნაწილი უნდა იყოს. პროექტის მიზანია ამ სექტორებში ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის შეფასება და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს კლიმატმედეგი განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი იყენებს შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებსა და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს (CBA). პროექტის გუნდი გამოავლენს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებებს, რომელთაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი მონაცემების გათვალისწინებთ შეაფასებს და მნიშვნელოვნების გათვალისწინებთ დააჯგუფებს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, პროექტი ეტაპობრივად წარმოადგენს შედეგებს, მათ შორის დეტალურ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს კლიმატმედეგობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

დონორები

შეავსე ფორმა