საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მაისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 9.2%-ით გაიზარდა. მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4%-ს მიაღწია, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება მანამდე არსებულ მაჩვენებელს. მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში კი 9.3%-ს მიაღწია.
საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო.
პირველ მაისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ამბროლაურში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
13 თებერვალს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე: ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში.