შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

გენდერული ნიშნით ძალადობის საბაზისო კვლევა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 21.11.2022 დასრულების თარიღი: 31.03.2023

პროექტი WISE, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, მხარს უჭერს სამ ორგანიზაციას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გენდერული ძალადობისა და ექსტრემიზმის საკითხებზე მუშაობს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომლის უპირველესი მიზანია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების შესახებ ინფორმირებისთვის, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ფოკუსირებულია გენდერულ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე.

კვლევას სამი ძირითადი მიზანი აქვს: (1) სამაგიდო კვლევა შეისწავლის გენდერულ საკითხებს სამ ქვეყანაში, მიმოიხილავს გენდერულ ძალადობასა, რაც მოიცავს აკადემიური ლიტერატურის შესწავლას გენდერულ ძალადობასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს შორის კავშირების შესახებ და შესაბამისი კანონმდებლობის შედგენას; (2) ფართო საზოგადოების რაოდენობრივი გამოკითხვის ჩატარება გენდერული ძალადობის გავრცელების, აგრეთვე ძალადობრივ ექსტრიმიზმთან დაკავშირებული დამოკიდებულებებისა და ქცევების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად აღნიშნული პროექტით განსაზღვრულ კამპანიის არეალში; და (3) თვისებრივი კვლევა, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს პროგრამის მონაწილეებთან, მიზნად ისახავს გამოკითხვის მონაცემების გაანალიზებას, კონტექსტური ტენდენციების გააზრებას და მონიტორინგის ინდიკატორების მორგებას პროგრამის პროგრესზე გენდერული ნიშნით ძალადობასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთნა ბრძოლაში.

პროექტის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და სამომავლო ადვოკატირების დაგეგმვა სამხრეთ კავკასიაში გენდერული ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

დონორები

შეავსე ფორმა