შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს რეფორმების შეფასების სისტემის მხარდაჭერა - რეფორმეტრი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 15.03.2021 დასრულების თარიღი: 30.09.2024

2021 წლის მარტში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც დელოიტი ახორციელებს, რეფორმეტრის ახალი ფაზა დაიწყო.

აღნიშნული აქტივობის მიზანი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და შედეგების გამჭვირვალობის, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდაა, რაც ეფექტურ დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვას გულისხმობს.

რეფორმეტრი ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების სისტემაა, რომელიც აფასებს სამიზნე რეფორმების მუშაობას, მიმდინარეობასა და შედეგებს და ამგვარად გვაწვდის პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო დიალოგისთვის საჭირო უკუკავშირს. ეს არის პლატფორმა ბენეფიციარებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, რამდენად ახორციელებს საქართველოს მთავრობა დაგეგმილ რეფორმებს გაცხადებულ მიზნებთან მიმართებაში და რამდენად აგრძელებს განვითარების შედეგების გაუმჯობესებას.

პროექტი მიზნად ისახავს რეფორმეტრის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასაც, რათა: მოხდეს სამიზნე რეფორმების ხარისხის შეფასება; გაიზარდოს რეფორმეტრის ცნობადობა და სანდოობა, განსაკუთრებით რეგიონებში; გაიზარდოს სამიზნე მოსახლეობის კომპეტენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების, რისთვისაც ჩატარდება საინფორმაციო სესიები და საჯარო-კერძო დისკუსიები. პროექტის ფარგლებში ჩატარდება წლიური შემაჯამებელი ღონისძიებები, სადაც გამოვლინდება საუკეთესო ინიციატივები, რეფორმები და განმახორციელებელი სააგენტოები. ერთ-ერთი ამოცანაა, პროექტის დასრულების შემდეგ, რეფორმეტრი გახდეს თვითკმარი პლატფორმა. აღნიშნული პროექტის მიზანია უფრო ეფექტური, მდგრადი და ეფექტიანი რეფორმების განხორციელების წახალისება, რისთვისაც საჭიროა საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა რეფორმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ რეფორმეტრის ვებ-გვერდს.

შეავსე ფორმა