შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 04.06.2012 დასრულების თარიღი: 29.03.2013

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, კონკურენტუნარიანობის საკითხების ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევის საფუძველზე შეავსოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში. კერძოდ, ის შეისწავლის საქართველოს პოტენციალს, გამოიყენოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს-გარემო, რათა მოირგოს კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ჰაბის როლი. პროექტის ზოგადი მიზანი იყო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეთოდოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის პირველი ანგარიშის მომზადება.

ანგარიში გამოყენებულ იქნა  პოლიტიკის რეფორმების შესახებ განხილვებში მთავრობისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩასართავად, რაც ხელს შეწყობს საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზებას. კერძოდ, ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბიზნეს-გარემოს გამოყენებით გახდეს ეკონომიკური ჰაბი კავკასიის რეგიონში. ანგარიშის მომზადება დააფინანსა USAID-ის პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტმა. სხვა პარტნიორებს შორისაა USAID-ის ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს ეროვნული ბანკი.

შეავსე ფორმა