შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა Free Network-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო FREE Network-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ამჯერად მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც FREE Network-ის წევრი ორგანიზაციების მკვლევარები, ისე ადმინისტრაციული პერსონალი, რომელთაც მოისმინეს სტრატეგიული გამოსვლები ეკონომიკური კვლევების, შესაძლებლობების განვითარებისა და კომუნიკაციის შესახებ. შვედეთის, ბელარუსის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინეს კვლევები, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.

FREE Network-ის წევრობა საშუალებას აძლევს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, საერთაშორისო პლატფორმაზე ისაუბროს ეკონომიკურ განვითარებაზე და ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პოლიტიკის შემმუშავებლებსა თუ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დიალოგს. ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ ორგანიზაციის კვლევითი შესაძლებლობები, გავზარდოთ ზეგავლენა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის შემუშავებაზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების გადაწყვეტის საქმეში.

შეავსე ფორმა