შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული EaP RSO საგზაო უსაფრთხოების შესახებ მე-4 გლობალურ მინისტერიალს დაესწრო
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) მასპინძელი ინსტიტუტი, მონაწილეობა მიიღო საგზაო უსაფრთხოების შესახებ მე-4 გლობალურ მინისტერიალში, რომელიც 2025 წლის 18-20 თებერვალს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართა.

კონფერენცია, რომლის თემაც იყო “Commit to Life", ერთ სივრცეში მოუყარა თავი ლიდერებსა და ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ამოცანა, კერძოდ, 2030 წლისთვის განახევრდეს გლობალური საგზაო სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

კონფერენციის განმავლობაში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა პარალელურ ღონისძიებას, რომელსაც ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და საშუალება მისცა დაინტერესებულ სტუმრებსა და ორგანიზაციებს, მეტი გაიგონ EaP RSO-ს ტექნიკური სამდივნოსა და მონაწილე ქვეყნების საქმიანობის შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის გზების უსაფრთხოების ობსერვატორია (EaP RSO) არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ერთობლივი ინიციატივა, რომლის საერთო მიზანია 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის 50%-ით შემცირება. პროექტის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ტექნიკურ სამდივნოს კი ხელმძღვანელობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და EASST – უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთ ალიანსი (გაერთიანებული სამეფო). ევროკავშირის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ობსერვატორია გააერთიანებს ქვეყნის დონეზე არსებულ მონაცემებს და იმოქმედებს როგორც კატალიზატორი ეროვნული საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების, მართვისა და ანალიზის გასაძლიერებლად. მისი მიზანია საგზაო უსაფრთხოების მონაცემების მონიტორინგი ავარიებიდან მიღებულ მონაცემებს მიღმა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების მყარი ბაზის შექმნას.

შეავსე ფორმა