შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

საჯარო დისკუსია ევროკავშირის გეოეკონომიკურ სტრატეგიაზე: მეზობლებთან კავშირები მნიშვნელოვანია
სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2023

28 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა და კონტრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისმა ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტსა და ბერტელსმანის ფონდთან ერთობლივად, საჯარო დისკუსიას უმასპინძლეს, სახელწოდებით: „ახლოს მეგობრებთან: რატომ უნდა გაიაზროს ევროკავშირმა ახალი გეოეკონომიკური რეალობა და გააღრმავოს პარტნიორობა მეზობლებთან.

დისკუსიის მიზანი იყო ბოლო დროს განვითარებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება. გამომსვლელებმა ისაუბრეს, რა სტრატეგიას შეიძლება მიმართოს ევროკავშირმა ახალ რეალობაში ეკონომიკური ურთიერთობების სამართავად. გეო-ეკონომიკური დაპირისპირებები წარმართავს გლობალურ დინამიკას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გაიაზროს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობის მნიშვნელობა და სწორად წარმართოს ეკონომიკური ურთიერთობები.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართული კონტექსტისა და პერსპექტივების განხილვა. დისკუსიის მონაწილეები შეეცადნენ გაეანალიზებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რომ ევროკავშირს სწორად ჰქონდეს გააზრებული უშუალო სამეზობლოსთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა. დისკუსიის მონაწილეებმა შეაფასეს უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობა იმ ფონზე, როცა საქართველომ მიიღო რეკომენდაციები კანდიდატობის სტატუსის მისაღებად.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ღია დისკუსიას, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დისკუსიის გამომსვლელთათვის დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, როგორ შეუძლია ევროკავშირს, უფრო აქტიურად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. დისკუსიის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო რუსეთ-ჩინეთის გეოეკონომიკური გავლენის შეფასება.

შეავსე ფორმა