შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა ერევანში გამართულ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
კვირა, 11 მაისი, 2025

2025 წლის 10 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) ტექნიკური სამდივნოს მასპინძელმა, მონაწილეობა მიიღო ერევანში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. EaP RSO-ის ტექნიკური სამდივნოს გუნდმა და ISET-ის ადგილობრივმა კონსულტანტმა სომხეთში, პოღოს შაჰინიანმა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთში ევროკავშირის ელჩის ვასილის მარაგოსის მოწვევით.

ევროპის დღის ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტისა და EaP RSO-ის გუნდისთვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ ობსერვატორიის ფარგლებში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების აქტივობები, მათ შორის ევროკავშირის, სომხეთის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

პროექტის გუნდმა ღონისძიების ვიზიტორებს გააცნო ობსერვატორიის მიზნები, მიმდინარე აქტივობები და სომხეთის და სხვა წევრი ქვეყნების საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვების ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, ევროკავშირისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად.

ევროკავშირის ელჩმა სომხეთში, ვასილის მარაგოსმა, ხაზუ გაუსვა, რომ მხარს უჭერს ობსერვატორიის მისიას და ცალკე აღნიშნა  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაციების წვლილი რეგიონული საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

ვიზიტის დროს, თამარ სულუხია, EaP RSO-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელი, შეხვდა კრისტინე ღალეჩიანს, ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესა და არევჰატ პოღოსიანს, საგზაო სექტორის პოლიტიკის დეპარტამენტის საგზაო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელს. შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის სასკოლო ზონების უსაფრთხოება და სომხეთის პროგრესი საგზაო უსაფრთხოების აუდიტის წესების მიღების მიმართულებით, რაც შემოიღებს აუდიტის აკრედიტაციის მექანიზმებს გზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხო სისტემის პერსპექტივიდან.

ეს მონაწილეობა ხაზს უსვამს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვალდებულებას, რომ წვლილი შეიტანოს ექსპერტიზითა და კვლევითი შესაძლებლობებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ ინიციატივებში, რომლებიც აძლიერებენ საგზაო უსაფრთხოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

შეავსე ფორმა