შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა პირველ რეგიონულ MAIS3+ ვებინარს EaP RSO-ს წევრი ქვეყნებისთვის
პარასკევი, 30 მაისი, 2025

2025 წლის 30 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) ტექნიკური სამდივნოს მასპინძელმა, წარმატებით ჩაატარა პირველი რეგიონული ვებინარი თემაზე "საგზაო ტრავმების მონაცემთა შეგროვება MAIS3+ ტრავმების სკალის საფუძველზე".

ღონისძებას ესწრებოდნენ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები, პოლიტიკის შემქმნელები და მონაცემთა სპეციალისტები მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, რათა განეხილათ ის კრიტიკული გამოწვევები, რაც მძიმე საგზაო ტრავმების მონაცემთა შეგროვებასა და რეპორტინგს ახლავს თან. ვებინარი ფოკუსირებული იყო მაქსიმალური შემოკლებული ტრავმების სკალის (MAIS3+) განმარტების დანერგვაზე, რომელიც ევროკომისიამ მიიღო მძიმე ტრავმების დათვლის ჰარმონიზაციისთვის წევრ ქვეყნებში.

თამარ სულუხიამ, EaP RSO-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა, გახსნა სესია და მონაწილეებს გააცნო ობსერვატორიის მისია და აქტივობები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სარა ლინჩმაც, ევროკომისიის საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიცერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სტანდარტიზებული ტრავმების მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობას გლობალური საგზაო უსაფრთხოების მიზნების მიღწევაში.

ვებინარზე ისაუბრეს ცნობილმა ექსპერტებმა. მარია სეგუი-გომესმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური საგზაო უსაფრთხოების სტატუსის ანგარიში 2023-ის კოორდინატორმა და საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების კონსულტანტმა, წარადგინა მძიმე ტრავმების 50%-ით შემცირების მიზანი, ევროპული პოლიტიკის კონტექსტი და MAIS3+-ის განმარტება. მარია სეგუი-გომესმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც პოლიციისა და ჯანდაცვის მონაცემთა სისტემებს შორის უკეთესი კონვერგენციის მიმართულებით არსებობს.

ემა მაკლენანმა, EaP RSO-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილემ, წარადგინა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის MAIS3+ მონაცემები აუცილებელი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ისაუბრა ხარისხიანი მონაცემების, ტრავმების რეგისტრაციისა და მოვლის სისტემების ურთიერთობაზე. მან აჩვენა, თუ როგორ მართავს კარგი მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიებს და უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

ჯონათან პასმორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგზაო უსაფრთხოების რეგიონულმა მრჩეველმა, დაასრულა ტექნიკური პრეზენტაციები საგზაო პოლიციის როლისა და შეზღუდვების განხილვით ტრავმების მონაცემთა შეგროვებაში. მან წარმოადგინა პრაქტიკული რეკომენდაციები პოლიციის პრაქტიკისა და საგანგებო სამსახურების კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის, ასევე ისაუბრა პოლიციისა და ჯანდაცვის მონაცემთა სისტემების გაუმჯობესების სტრატეგიებზე.

სასწავლო ვებინარმა განიხილა საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვებაში არსებული გამოწვევები, როგორიცაა არასრული რეპორტინგი, არასწორი რეპორტინგი და სტანდარტიზებული მეთოდების ნაკლებობა სხვადასხვა ქვეყნებში. ეს საკითხები ართულებს რეგიონში საგზაო უსაფრთხოების შედეგების მონიტორინგისა და შედარების პროცესი.

ღონისძიება დასრულდა ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა სპიკერებთან ერთად განეხილათ ქვეყნის სპეციფიკური გამოწვევები და გადაწყვეტილებები. ვებინარი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო EaP RSO-ის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვების სისტემების გაუმჯობესებასა და ევროკავშირისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებაზე.

შეავსე ფორმა