შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

იაროსლავა ბაბიჩმა ვარშავაში გენდერის ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2023

21-22 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა, მონაწილეობა მიიღო ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში „სათამაშო მოედანი აკადემიაში: რატომ არიან ქალები ნაკლებად წარმოდგენილნი?“, რომელიც გენდერის ეკონომიკის კვლევების ფორუმის (FROGEE) ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. FROGEE სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების კვლევების ინსტიტუტისა (SITE) და აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (FREE Network) ერთობლივი პროექტია. კონფერენციას ამჯერად, FREE Network-ის ერთ-ერთმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, ეკონომიკური ანალიზის ცენტრმა (CenEA) უმასპინძლა ვარშავაში.

იაროსლავა ბაბიჩმა კონფერენციაზე წარადგინა თავისი ბოლო კვლევითი ნაშრომი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აკადემიურ წრეებში ქალებისათვის არსებულ ბარიერებს იკვლევს. იაროსლავამ პარალელურად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „კარიერის ადრეული ეტაპი: სამართლიანი სტარტის მნიშვნელობა“. იაროსლავასთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფედერიკა ბრაჩიოლიმ ჟენევის უნივერსიტეტიდან, ალესანდრა კასარიკომ ბოკონის უნივერსიტეტიდან და მარტა გმურეკმა ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. პანელურ დისკუსიას მარია პეროტა ბერლინი მოდერატორობდა, რომელიც სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების კვლევების ინსტიტუტს (SITE) წარმოადგენდა.

კონფერენციის ფარგლებში არაერთი სესია, მოწვეული ლექცია და პოლიტიკის დისკუსია ჩატარდა.

შეავსე ფორმა