ორგანიზატორი: ISET, FREE Network-თან თანამშრომლობით
დრო: 19-20 ოქტომბერი, 2023 წელი, თბილისი
მთავარი მომხსენებელი: დოქტორი ელიზაბეტ ბრეინერდი, ბრანდეისის უნივერსიტეტი, აშშ
აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმი (FREE Network), თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი იწყებენ აპლიკაციების მიღებას გენდერული ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა: „გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კრიზისის დროს“.
კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემმუშავებლებსა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ წარადგინონ გენდერის პოლიტიკასთან დაკავშირებული აკადემიური კვლევები, განიხილონ კრიზისის (ომის, პანდემიის, გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის) დროს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე აქცენტირების მნიშვნელობა, როგორ მოქმედებს კრიზისი გენდერულ თანასწორობაზე და როგორ შეუძლია გენდერული თანასწორობის წინაშე არსებული შეზღუდვების გადაჭრას გლობალური განვითარების მიზნების ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში, ვიღებთ აბსტრაქტებს (მაქსიმუმ 500 სიტყვა), რომელიც მოკლედ გადმოსცემს საკვლევ თემას და ეხება შემდეგ სფეროებს:
- COVID-19-ის გავლენა განათლებაზე, შრომის ბაზარზე, ეკონომიკური და სოციალური შედეგები ქალებისა და კაცებისთვის;
- კლიმატის ცვლილების გავლენა გენდერულ უთანასწორობასა და ქალთა მოწყვლადობაზე;
- COVID-19-ის კონტექსტში არაანაზღაურებად საშინაო შრომაზე დახარჯული დროის გენდერული განაწილება;
- გენდერული განსხვავება პოლიტიკურ საქმიანობაში – გამოწვევები კრიზისის დროს;
- ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება და გენდერული ნიშნით სქესობრივი შერჩევა: მიზეზები და შედეგები;
- პარტნიორის მხრიდან ძალადობა კრიზისის დროს;
- ომი და ქალთა მიმართ ძალადობა;
- გენდერული თანასწორობა და ომის შემდგომი აღდგენა
აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, ელ-ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: Call for papers submission: Gender Equality and Women’s Economic Empowerment in Time of Crisis. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 19 ივნისი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის თარიღები: 19-20 ოქტომბერი, 2023 წელი
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 19 ივნისი, 2023 წელი
შეტყობინება მიღების შესახებ: 10 ივლისი, 2023 წელი
სრული ნაშრომის წარდგენა: 15 სექტემბერი, 2023 წელი
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავად უნდა აანაზღაურონ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. კონფერენცია ტარდება გენდერის ეკონომიკის კვლევების ფორუმის (FROGEE) ინიციატივის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერითა და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების კვლევების ინსტიტუტის (SITE) კოორდინირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://iset.tsu.ge/index.php/conferences/frogee-conference