შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საზოგადოებას გენდერის კვლევების პორტალი და კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსი წარუდგინა
სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2022

29 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტი“, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი გენდერის პოლიტიკაზე მომუშავე საზოგადოებას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსენს ISET-ის და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, და კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამხრეთ კავკასიაში გენდერის ეკონომიკის კვლევების ახალი პლატფორმა, რომელზეც წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსი (GEI) და გარდამავალ ეტაპზე მყოფი რეგიონის გენდერული თანასწორობის ინდექსი (RTGEI). დავით კეშელავამ სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსის მონაცემები მომიხილა, ლევან თევდორაძემ კი ისაუბრა, რატომ არიან ქალები ნაკლებად წარმოდგენილი პოლიტიკაში.

ღონისძიებით დასკვნით ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „რესურსები ქალთა გაძლიერებისათვის“, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების გენდერის თემაზე მომუშავე წამყვანმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. ესენი იყვნენ: რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი დირექტორის მოადგილე, ნანი ბენდელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის ანალიტიკოსი, მაია ერისთავი,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელი, და სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი. პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია თამარ სულუხიამ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა.

შეავსე ფორმა