ინდექსები
15
აპრილი
2015
2014 წლისა და 2015 წლის პირველი კვარტლის სტაბილურად ოპტიმისტური განწყობის შემდეგ, საქართველოს ბიზნესის ნდობა გაუარესდა. ბიზნესის ნდობის ინდექსმა 2015 წლის მეორე კვარტალში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და [-100, 100] სკალაზე 3,6 შეადგინა. ეს, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ინდექსის მაჩვენებელი 24,5 იყო, მნიშვნელოვანი გაუარესებაა.
15
იანვარი
2015
ბიზნესის ნდობის ინდექსი ოდნავ შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში 24,5 შეადგინა [-100; 100] ინტერვალზე. წინა კვარტლის შესაბამისი მაჩვენებელი 24,9 იყო. დადებითი ინდექსი აღნიშნავს, რომ გამოკითხულ კომპანიებს შორის დადებითი ბიზნეს განწყობა 24,5 პროცენტით მეტს აქვს, ვიდრე ნეიტრალური ან უარყოფითი.
15
ოქტომბერი
2014
BCI წინა კვარტალთან შედარებით 16 ერთეულით შემცირდა და [‐100; 100] ქულიან ინტერვალზე 24.9 შეადგენა, თუმცა ინდექსი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 25 პროცენტული პუნქტით მეტი ფირმაა დადებითად განწყობილი, ვიდრე უარყოფითად ან ნეიტრალურად.
04
აგვისტო
2014
ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა და [-100; 100] ქულიან ინტერვალზე 40,4‐ს მიაღწია. განმარტებისთვის, როდესაც BCI=100, გვიჩვენებს, რომ ყველა გამოკითხულ ბიზნესს აქვს დადებითი განწყობა. 0 აღნიშნავს, რომ დადებითად და უარყოფითად განწყობილი ბიზნესების რაოდენობა თანაბარია, ანუ ფირმების ცნობით საერთო ბიზნეს გარემოში ცვლილებები არ მომხდარა და -100 აღნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული კომპანია უარყოფითად აფასებს სხვადასხვა ბიზნეს ფაქტორს.
23
აპრილი
2014
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბიზნესის განწყობის ინდექსის 2014 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.