მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირებამ ბიზნესის განწყობის ინდექსზეც იმოქმედა - Q1 2015
15
იანვარი
2015
ბიზნესის ნდობის ინდექსი ოდნავ შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში 24,5 შეადგინა [-100; 100] ინტერვალზე. წინა კვარტლის შესაბამისი მაჩვენებელი 24,9 იყო. დადებითი ინდექსი აღნიშნავს, რომ გამოკითხულ კომპანიებს შორის დადებითი ბიზნეს განწყობა 24,5 პროცენტით მეტს აქვს, ვიდრე ნეიტრალური ან უარყოფითი.
ვაჭრობის სექტორის ბიზნეს განწყობა ყველაზე მეტად შემცირდა. საცალო ვაჭრობა საწარმოო ჯაჭვის ის რგოლია, რომელსაც პირველს აქვს შეხება მომხმარებელთან და შესაბამისად რეაგირებს. სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა თავის მინიმალურ მნიშვნელობას 2015 წლის თებერვალში მიაღწია და -35,6 შეადგინა. CCI უწყვეტად მცირდება 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული. თავის მხრივ, მომხმარებლის განწყობის გაუარესება ლარის კურსის გაუფასურებაა, რამაც მოსახლეობის დავალიანებების ზრდა გამოიწვია.