BCI წინა კვარტალთან შედარებით 16 ერთეულით შემცირდა და [‐100; 100] ქულიან ინტერვალზე 24.9 შეადგენა, თუმცა ინდექსი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 25 პროცენტული პუნქტით მეტი ფირმაა დადებითად განწყობილი, ვიდრე უარყოფითად ან ნეიტრალურად.
ინდექსის შემცირება თითქმის ყველა სექტორში მსხვილი ფირმების მიერაა გამოწვეული და ეს მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ფირმების სენტიმენტი ზრდას განაგრძობს.
BCI-ს გაუარესების შესაძლო მიზეზი შეიძლება იმიგრაციის ახალი კანონი იყოს, რომელიც ძალაში 2014 წლის სექტემბრიდან შევიდა. ამ კანონმა მრავალმნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედარებით მსხვილ კომპანიებზე, რომლებიც არა მარტო უცხოურ კვალიფიციურ კადრს ეყრდნობიან, არამედ პირდაპირი კავშირები აქვთ უცხოელ ინვესტორებთან. საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მე-2 კვარტალშიგამოშვებული პროდუქციის 40% უცხოელების საკუთრებაში იყო. კანონის არასწორმა აღსრულებამ და მკაცრმა ინტერპრეტაციამ შექმნა გაურკვევლობა უცხოელებს შორის და ეს მათ ბიზნეს განწყობაზეც აისახა.