ინდექსები
15
ივნისი
2016
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში [-100; +100] სკალაზე 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12 პროცენტული ერთეულით გაუმჯობესდა. საქართველოს კერძო სექტორის ბიზნესის მოლოდინების ინდექსი გაუმჯობესდა 12 ერთეულით და 50 ინდექსის ერთეულს მიუახლოვდა.
16
მარტი
2016
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში. დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი, ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.
15
დეკემბერი
2015
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა.
15
ივლისი
2015
2015 წლის მეორე კვარტალში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა მესამე კვარტალში. არსებული მოლოდინების შესაბამისად, აპრილი, მაისი და ივნისი მართლაც არ აღმოჩნდა სახარბიელო პერიოდი ქართული ბიზნესისთვის.
15
აპრილი
2015
2014 წლისა და 2015 წლის პირველი კვარტლის სტაბილურად ოპტიმისტური განწყობის შემდეგ, საქართველოს ბიზნესის ნდობა გაუარესდა. ბიზნესის ნდობის ინდექსმა 2015 წლის მეორე კვარტალში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და [-100, 100] სკალაზე 3,6 შეადგინა. ეს, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ინდექსის მაჩვენებელი 24,5 იყო, მნიშვნელოვანი გაუარესებაა.