გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2016 წლის 20 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსგავსი ინდექსები
ყველას ნახვასაქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით.
საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო.
2022 წლის მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელსაც აღდგენის პროცესში იყო. საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, რეალური მშპ-ის მაჩვენებელი კვლავ შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება და მან 2023 წელს 7,5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის ოქტომბერში პროგნოზირებულ 6%-ს.
კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება.
2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია.