საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო. ეს ზრდა განპირობებული იყო დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით სხვადასხვა სექტორში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 18.8%-ით, განათლება – 29.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.0%-ით, მშენებლობა – 10.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 12.2%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 9.7%-ით. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემცირდა დამატებული ღირებულება შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ჰაერის კონდიცირება – 11.6%-ით, მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა – 11.2%-ით, სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1.8%-ით. მშპ-ის ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობამ შეადგინა (13.5%), ამას მოჰყვებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა (11.1%), საწარმოო საქმიანობა (9.2%), საჯარო მმართველობა (8.3%), მშენებლობა (7.5%), განათლება (6.6%), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (6.0%) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო საქმიანობა (5.9%). საქართველოს ეროვნულის ბანკის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5.6%-ს შეადგენს, რაც მცირედით ჩამორჩება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ პროგნოზირებულ 5.7%-ს (გრაფიკი 1).
2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად მაღალი ადგილობრივი მოთხოვნით იყო განპირობებული. საგარეო მოთხოვნა, პირიქით, შემცირდა, რამაც გაზრდილი მიგრაციით გამოწვეული ეფექტის შემცირების გამო, უარყოფითი ზეგავლენა იქონია ზრდის მაჩვენებელზე მეოთხე კვარტალში. გასულ წელს გაზრდილმა მიგრაციამ ტურისტულ სექტორში არსებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, მომსახურებების ექსპორტი 87.9%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა მიერ გენერირებული შემოსავალი 2023 წელს საბაზო ეფექტის და მიგრანტების რაოდენობის შემცირების გამო შემცირდა. თუმცა ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა (განსაკუთრებით მშპ-ის მაჩვენებელში ინფორმაციული და კომპიუტერული მომსახურებების ექსპორტის წილის 0.4%-დან 2.6%-მდე ზრდამ) ხელი შეუწყო კლებით გამოწვეული შედეგის განეიტრალებასა და ეკონომიკის საერთო პოტენციალის ზრდას.