შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

II კვარტალი, 2024 მაკრო მიმოხილვა | სექტორული ცვლილებებისა და ვალუტის სტაბილურობის ფონზე მშპ-ის ძლიერი ზრდა
02 ოქტომბერი 2024

მოკლე მიმოხილვა

საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით. აღნიშნულის საპირისპიროდ, დამატებითი ღირებულება შემცირდა შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ჰაერის კონდიცირება (-6,3%-ით), მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა (-1.4%-ით). მშპ-ის ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობამ შეადგინა (15%), რასაც მოჰყვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა (9.8%), საწარმოო საქმიანობა (9.1%), მშენებლობა (8.4%), საჯარო მმართველობა (7.4%), სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა (7.2%) განათლება (6%), სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებები (5.9%), ინფორმაციული და საკომუნიკაციო საქმიანობა (5.9%) და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (5.9%) და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (5.1%). საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 6.8%-ს შეადგენს, რაც მცირედით ჩამორჩება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ პროგნოზირებულ 5.7%-ს (გრაფიკი 1).

2023 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მეტწილად გაზრდილი ადგილობრივი მოთხოვნით იყო განპირობებული. საგარეო მოთხოვნა კი შემცირდა, რამაც გაზრდილი მიგრაციით გამოწვეული ეფექტის შემცირების გამო, უარყოფითი ზეგავლენა იქონია მეოთხე კვარტალში ზრდის მაჩვენებელზე. გასულ წელს გაზრდილმა მიგრაციამ ტურისტულ სექტორში არსებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, მომსახურებების ექსპორტი კი 87.9%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავალი 2023 წელს საბაზო ეფექტის და მიგრანტების რაოდენობის შემცირების გამო შემცირდა. თუმცა ეკონომიკის დარგში არსებულმა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა (განსაკუთრებით მშპ-ის მაჩვენებელში ინფორმაციული და კომპიუტერული მომსახურებების ექსპორტის წილის 0.4%-დან 2.6%-მდე ზრდამ) ხელი შეუწყო კლებით გამოწვეული შედეგის დაბალანსებას და ეკონომიკის საერთო პოტენციალის ზრდას.

2024 წლის მეორე კვარტალში, გასულ წელთან შედარებით ლარი გამყარდა, რაც ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის მაღალი ზრდით იყო განპირობებული. თუმცა აღნიშნული საქართველოში არსებული სამომხმარებლო ფასების შედარებით დაბალი ინფლაციით დაკომპენსირდა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურაში სიღრმისეული ცვლილებებითა და არა მოკლევადიანი ეკონომიკური ციკლებით იყო განპირობებული. ეს ცვლილებები 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო და საქართველოდან მომსახურებების ექსპორტის ზრდაში, უმეტესად ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტირების სექტორებში, გამოიხატა. ამასთან, ქვეყნის სტრატეგიულმა, სატრანზიტო ჰაბის პოზიციამ, სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურებების ზრდა გამოიწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ლარის კურსი მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე დასტაბილურდეს.

საქართველოს მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინების შემცირება გამოწვია, შედეგად კი, ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებელს ჩამორჩება. აღნიშნული კლება მომსახურების ფასების შემცირებითა და უკანასკნელ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატებით გამოწვეული ქირის გადასახადის ზრდის ეფექტის შემცირებით იყო გამოწვეული. ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინფლაციის მაჩვენებლის დასტაბილურებასა და ქვეყნის მონეტარულ მიზნებთან დაახლოებას (სებ, მაისი 2024).

2023 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებლთან შედარებით (16.7%), 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.7%-მდე დაეცა. (საქსტატი). სამუშაო ძალის წლიური მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5% შეადგინა. საქსტატის წინასწარ პროგნოზზე დაყრდნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური შემოსავალი 2004.9 ქართულ ლარს შეადგენს.

საერთო ჯამში, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა. საგრძნობლად გაიზარდა ნომინალური მშპ და მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი. დადებითი ტენდენცია შეინიშნება უძრავი ქონების, განათლების და საჯარო მმართველობის სექტორებში. უცხოეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ მაღალია, ქართული ლარი გამყარდა, რასაც ხელი შეუწყო ეკონომიკის დარგში არსებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა და საქართველოს სტრატეგიულმა პოზიციამ რეგიონული ვაჭრობის დარგში.

სრული პუბლიკაცია  იხ. ზემოთ.

შეავსე ფორმა