შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

IV კვარტალი, 2023 | მაკრო მიმოხილვა: მსოფლიო ეკონომიკის შენელების ფონზე, მშპ-ის ზრდის პროგნოზმა პროგნოზირებულ ნიშნულს გადააჭარბა
01 აპრილი 2024

2022 წლის მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელსაც აღდგენის პროცესში იყო. საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, რეალური მშპ-ის მაჩვენებელი კვლავ შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება და მან 2023 წელს 7,5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის ოქტომბერში პროგნოზირებულ 6%-ს. 2023 წელს გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო მაღალი ინფლაციური წნეხითა და შეზღუდული ფინანსური გარემოთი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მე-4 კვარტალში საგარეო მოთხოვნა შემცირდა და, შედეგად, საქართველოში შემცირდა ექსპორტიც, ეკონომიკური ზრდა კვლავ სტაბილური იყო. ეს, უმეტესწილად, ტურისტული საქმიანობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი შემოსავლითა და გაზრდილი შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული.

ლარი გამყარდა, შედეგად კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა. ინფლაციის დონე კვლავ დაბალი იყო, რაც განპირობებული იყო საყოფაცხოვრებო საქონელზე არსებული შედარებით სტაბილური მსოფლიო ფასებითა და ქვეყნის მკაცრი მონეტარული პოლიტიკით. 2023 წელს საქართველოში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლოს 0.4%-ს მიაღწია. შემცირება, უმეტესწილად, ინფლაციის იმპორტის კომპონენტით იყო განპირობებული. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, მაღალმა ერთობლივმა მოთხოვნამ საპირისპირო ზეგავლენა იქონია ადგილობრივ ფასებზე.

საბაზო სცენარის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ჭარბი მოთხოვნა სრულად ნორმალიზდება 2024 წლის განმავლობაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი ეტაპობრივად შემცირდება. მოსალოდნელია, რომ ეს ხელს შეუწყობს ინფლაციის სტაბილიზაციას სამიზნე ნიშნულამდე საშუალოვადიან პერიოდში (სებ, იანვარი 2024).

შეავსე ფორმა