30
სექტემბერი
2014
ყინულიანი წყლის გამოწვევა: რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას?
ზაფხულში სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოებით, სადაც ხალხი (მათ შორის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან) თავზე ყინულით სავსე წყალს ისხამდა. საზოგადოების ნაწილმა, ეს ფაქტი დადებითად მიიღო და საკმაოდ გაერთო კიდეც ვიდეოების ყურებით (ზოგმა თავადაც კი მიიღო მონაწილეობა Ice Bucket Challenge-ში), ნაწილში კი გაღიზიანება გამოიწვია ამ საქველმოქმედო კამპანიამ, რომელიც რთული გასარჩევი იყო მეგობრებისა და ნაცნობების მიერ დაგზავნილი ჩვეულებრივი “სპამების” შემოტევისაგან.