
COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ.

თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით პროექტის გუნდი აანალიზებს ეკონომიკურ ტენდენციებს ადგილობრივ და რეგიონულ/გლობალურ კონტექსტში, ადგილობრივი ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სამიზნე ღირებულებათა ჯაჭვებში.

საარჩევნო კომპასი იმისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქებს ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე და ამომრჩევლებს დაეხმაროს იმის გარკვევაში, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ქვეყნის სხვა ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო საარჩევნო კომპასის პლატფორმის შემუშავებისა და შექმნის პროცესში.

კვლევის მიზანი იყო საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლინება და ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება, რაც ეკოსისტემის მოთამაშეებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ISET-ის კვლევითმა გუნდმა კვლევის ძირითად მეთოდად გამოიყენა იზენბერგის მეწარმეობის მოდელი (2010 წ.) და შეაფასა მოქმედი პოლიტიკის, ფინანსების, კულტურის, მხარდაჭერის, ადამიანური კაპიტალისა და ბაზრების როლი საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში.