01
ივლისი
2021
პროექტის მიზანია, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, შექმნან ეკონომიკური რეფორმების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა და წაახალისოს მედიის როლისა და ჩართულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.
30
აპრილი
2021
კვარტალური ანგარიში მოიცავს ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვში ეკონომიკურ ტენდენციებს, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე). ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.ანგარიშში გაანალიზებულია სხვადასხვა სექტორი.
15
მარტი
2021
2021 წლის მარტში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც დელოიტი ახორციელებს, რეფორმეტრის ახალი ფაზა დაიწყო.
11
მარტი
2021
მსოფლიოში, როგორც წესი, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მაღალი თანამდებობების შემთხვევაში. ამ პოლიტიკის ნარკვევში ავტორი მიმოიხილავს აკადემიურ ლიტერატურას ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით, რომლებიც ქალების ნაკლები წარმომადგენლობის შესაძლო მიზეზებს იკვლევს.
01
თებერვალი
2021
წინამდებარე ანგარიში მოიცავს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში) ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში. ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები.