გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გვერდზე გადადო გარემოსდაცვითი საკითხები და მთელი ყურადღება ეკონომიკის გაჯანსაღებას დაუთმო. ეს გასაგებიც არის, რადგან ქართული ეკონომიკა 90 წლების კოლაფსის შემდეგ ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა და ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებაზე დიდი წნეხი იყო. იმ დროს არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციები ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად და კორუცფციის წყაროდ მიიჩნეოდა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი მონაწილეობს იღებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის გლობალურ პროგრამაში.
მსოფლიო ბედნიერების 2017 წლის ანგარიშში, ადამიანების ბედნიერების მიხედვით საქართველოს 125-ე ადგილი უჭირავს 155 ქვეყანას შორის. 0-10 ქულიან ბედნიერების შკალაზე, საქართველომ მხოლოდ 4.29 ქულა მიიღო. ქვემოთ მოცემული სურათი აჩვენებს როგორც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეიტინგსა და ქულებს, ისე მსოფლიოს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგების მქონე ქვეყნებს. ბედნიერების რეიტინგში საუკეთესო ხუთი ქვეყანაა: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი.
ISET-ის გუნდმა ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელიც შემდეგი შეკითხვით იწყებოდა: ქვეყნის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი დაბადებას? ჩვენ განზრახ ჩამოვაყალიბეთ შეკითხვა ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ დაგვესვა სრულიად განსხვავებული კითხვა: „სად ისურვებდით მოგზაურობას ან რომელ ქვეყანაში წახვიდოდით ემიგრაციაში?“ ამგვარი ფორმულირების მიზანი იყო, დავკვირვებოდით ქვეყნის მახასიათებლებს და განგვესაზღვრა, რომელ მათგანს მიიჩნევენ ადამიანები საინტერესოდ და მიმზიდველად, მაშინ, როცა გაურკვეველია მათი თავდაპირველი სოციალური მდგომარეობა (მაგალითად, ოჯახში ან დაბადებისას მიღებული სოციალურ სტატუსი).