1122 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა. გვიანი შუა საუკუნეების ლიდერები, როგორც წესი, სასტიკად უსწორდებოდნენ დამარცხებულ მტერს. ამრიგად, დავითის გამარჯვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა ყოფილი დამპყრობლების ამოხოცვა. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან.
ნოდარ დუმბაძის სტილია, მკითხველი ერთდროულად აცინოს და ატიროს. თერჯოლის კულტურის სახლში, „ჰელადოსის“ მაყურებლები, ვტიროდით და ვიცინოდით, მაგრამ არა მხოლოდ დუმბაძის იშვიათი ნიჭის გამო – შეერწყა კომედია და ტრაგედია. სპექტაკლმა, გადაგვისროლა სოხუმის მრავალეთნიკურ გარემოში, გაგვხადა ქართველი ჯემალისა და ბერძენი იანგულის მტრობა-მეგობრობის შემსწრე და გვაგრძნობინა სამშობლოსადმი მათი უზომო სიყვარული.
გარკვეულწილად, საბჭოთა კავშირში ცხოვრება მარტივი იყო. მომხმარებლებს მცირე არჩევანი ჰქონდათ, და მატერიალური მისწრაფება შემოიფარგლებოდა სამი რამით: „კერძო სახლით, მანქანითა და აგარაკით“. შეიძლება ითქვას, რომ ჰომო სოვიეტიკუსი უზარმაზარ ენერგიასა და რესურსებს ხარჯავდა მატერიალური საქონლის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობდა პროდუქტებს კარტოფილიდან ნეილონის წინდებამდე და მანქანებამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.