24
მარტი
2014
1960-იან წლებამდე იაპონია საცხოვრებლად საუცხოო ადგილი იყო. არავინ კეტავდა სახლის კარს ან მანქანას, რადგან არავინ არაფერს იპარავდა. ქურდობა, ძარცვა და თაღლითობა იმდროინდელ იაპონიაში პრაქტიკულად არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი იზოგებოდა! იაპონელებს არც დარაჯის დაქირავება სჭირდებოდათ, არც სიგნალიზაციის დაყენება, ბოქლომის ყიდვაც კი არ იყო საჭირო. ქვეყანაში პოლიციელებისა და საპატიმროების რაოდენობაც, დანაშაულის სიმცირის ადექვატურად, ნაკლები იყო.
07
მარტი
2014
1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი სიტყვით წარსდგა კონგრესის წინაშე და ხაზი გაუსვა მომხმარებელთა ოთხ, მისი აზრით არსებით, უფლებას: უსაფრთხოება, ინფორმირებულობა, არჩევნისა და მოსმენის უფლება. კენედის ამ გამოსვლის შემდეგ, მომხმარებელთა დაცვის იდეა გაიფურჩქნა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. წელს, კენედის გამოსვლიდან 52 წლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ახალ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
02
დეკემბერი
2013
გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლინგვისტმა ბენჯამენ ლი უორფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. უორფიანიზმის სახელით ცნობილი ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად,ენის გრამატიკული სტრუქტურა და ლექსიკა, ერთად აღებული, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები.
28
ოქტომბერი
2013
საქართველოში ყველა მწყემსს ან საქონლის მფლობელს შეუძლია გაუშვას საქონელი სოფლის საძოვარზე. ეს საძოვრები სოფლის საერთო საკუთრებაა და არცერთ ოჯახს არ ეკუთვნის. სოფლის მცხოვრებლები მას კოლექტიურად ფლობენ და, შესაბამისად, თითოეულს აქვს უფლება თავისი საქონელი საერთო საძვარზე უფასოდ აძოვოს. სოფლის საერთო საკუთრებაში არსებულ მსგავს მიწას საერთო რესურსად მოიხსენიებენ.
21
სექტემბერი
2013
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.