საქართველოს წყლის რესურსების მართვის არაერთი კანონი და რეგულაცია აქვს, რომლებიც 1990-იან წლებში დაიწერა და 2003 წელს ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა ცვლილებები ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა. შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ევროპის ეკონომიკურ კომისიას (United Nations Economic Commission for Europe – UNECE) თუ დავესესხებით, მოქმედი კანონმდებლობა არის „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“.
როდესაც უეიდ დევისს ვუსმენდი (რომელსაც ხშირად უწოდებენ „მეცნიერის, სწავლულის, პოეტისა და სიცოცხლის მრავალფეროვნების გულმხურვალე დამცველის იშვიათ კომბინაციას“), ბიოსფერული რეზერვატების საკითხი გამახსენდა. გარკვეულწილად იმიტომ, რომ წლის დასაწყისში კახეთში ამ თემაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ტრენინგი ჩავატარე და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ, როგორც ეკონომისტი, ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიოსფერული რეზერვატებისათვის კულტურული (და, რა თქმა უნდა, ბიო!) მრავალფეროვნების შენარჩუნება.
პროექტის მიზნია საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება RIA-ის მეთოდოლოგიის გაგებისა და გამოყენებისათვის.
ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში ცხარე დებატების თემა გახდა. თავად საკითხის მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღემდე რაც კი დისკუსია მომისმენია, სამწუხაროდ, ძირითადად ფობიებსა და მითებზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე მტკიცებულებებზე. საზოგადოებას მოუწევს, გადაწყვიტოს, დაუჭიროს თუ არა მხარი რეფორმას და, შესაბამისად, აირჩიოს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგები.
2013 წელს საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი („კანონპროექტი“).