გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS) ვაჟების სასარგებლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. პატრიარქალური სტრუქტურები აძლიერებენ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას და ხელს უწყობენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სოციალური გარემოს შენარჩუნებასა და დისკრიმინაციას. მეტიც, GBSS არის უთანასწორობის გამოვლინება სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში.
პროექტის პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუციებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემუშავებულ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 183-ე (დედობის დაცვის შესახებ), 156-ე (საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ) და 189-ე (ოჯახში დასაქმებულების შესახებ) კონვენციების რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) გაუმჯობესება ბოლო 15 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ ანალიზს. ფოკუს ჯგუფების, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ეკონომეტრიკული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის გაუმჯობესება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა დაბადებული ბიჭების რაოდენობა დაბადებულ გოგოებთან შედარებით - დაბადებისას სქესთა როდენობრივი თანაფარდობა (SRB). 2004 წელს საქართველოში დაფიქსირდა დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში, თუმცა 2016 წლისათვის ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა SRB-ს ბიოლოგიურ ნორმას.