ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.
კვლევის მიზანია, შეაფასოს კანონპროექტის შესაძლო გავლენა ნიადაგის დეგრადაციის პროცესებზე საქართველოში.
ქარსაფარ ზოლებს დადებითი ზეგავლენა აქვს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქარსაფარი ზოლების დადებითი ზეგავლენა აღიარებულია დაინტერესებული მხარეების მიერ, საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქარსაფარი ზოლების უმეტესობა დღეს განადგურებულია და საჭიროებს რეაბილიტაცია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საქართველოს რძის ბაზრის სისტემის ანალიზსა და კლასიფიცირებაზე იმუშავა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის გავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლის მარტში დაიწყო. მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს.