ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საქართველოს რძის ბაზრის სისტემის ანალიზსა და კლასიფიცირებაზე იმუშავა.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, Land O'Lakes International Development მუშაობს მეცხოველეობის სექტორში უსაფრთხოებისა და ხარისხის ინვეტიციების (SQIL) ინოვაციურ პროექტზე, რომლის მიზანიც საქართველოს მერძევეობისა და მეცხოველეობის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.
კვლევა Land O’Lakes International Development-ის დაკვეთით ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა და მიზანი საქართველოში რძის პროდუქტების ბაზრის სისტემის საბაზისო შეფასება იყო.
ლიტერატურის მიმოხილვისა და საველე კვლევის გამოყენებით, პროექტის კვლევითმა გუნდმა გააანალიზა რძის პროდუქტების ბაზრის სისტემის არსებული მდგომარეობა: მოხდა ძირითადი მოთამაშეებისა და ბაზრის რეგულირებისა და დამხმარე ფუნქციების იდენტიფიცირება. გაანალიზდა და აღწერილ იქნა სექტორის სისტემური და კომპანიების დონეზე არსებული შეზღუდვები. კვლევის შედეგები განხილულ იქნა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და მომზადდა ერთობლივი რეკომენდაციები ინტერნვენციებზე.