ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვაში დაეხმარება. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
სურსათის დანაკარგები და ნარჩენები საქართველოში ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სურსათის ბიზნეს ოპერატორები და მსხვილი საცალო მოვაჭრეები ჯერ კიდევ საკვებად ვარგისი სურსათის დიდ რაოდენობას ყრიან, რაც, ძირითადად, დაფასოებისა თუ ხარისხის პრობლემების, ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული საკითხების და ჭარბი მიწოდებითა და სამომხმარებლო ჩვევებითაა გამოწვეული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).