შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევით ინსტიტუტი ოზურგეთში მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა
24 ივლისი 2023

24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
07 ივლისი 2023

7 ივლისს რეფორმეტრმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ტურიზმის ინსტიტუტმა ერთობლივ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ბათუმში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაინტერესებულ მხარეებს მოგების გადასახადის რეფორმის კვლევის შედეგები წარუდგინა
03 ივლისი 2023

3 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა მოგების გადასახადის რეფორმის შეფასებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, რომლებმაც იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირებს რეფორმის მიმდინარეობასა და კვლევის შედეგებზე.

ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორი
29 ივნისი 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 29 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორში შერჩეული პრიორიტეტული კლიმატ-ტექნოლოგიები, მათი შემოტანისა და გავრცელების წინაშე მდგარი ბარიერები და მათი აღმოფხვრის გზები.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ერევანში რეგიონული გენდერის კვლევები წარადგინა
28 ივნისი 2023

28 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგიონული შეხვედრა გამართა ერევანში, რომლის თემაც იყო გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტები.

შეავსე ფორმა