3 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა მოგების გადასახადის რეფორმის შეფასებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, რომლებმაც იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირებს რეფორმის მიმდინარეობასა და კვლევის შედეგებზე.
კვლევა ჩატარდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო საქმიანობის ფარგლებში და წარმოადგენდა საქართველოში განხორციელებული მოგების გადასახადის რეფორმის ზეგავლენის კვლევასა და რეფორმასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის, მათ შორის, სამართლებრივი ასპექტების, მოგების გადასახადის არსებული მოდელისა და საერთაშორისო პრაქტიკის, რეფორმის ეკონომიკური გავლენის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და ფირმის დონის ფინანსური მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს. კვლევამ შეისწავლა რეფორმის ფისკალური შედეგებიც.
მრგვალი მაგიდის დისკუსია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების ექსპერტებმა.