საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 29 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორში შერჩეული პრიორიტეტული კლიმატ-ტექნოლოგიები, მათი შემოტანისა და გავრცელების წინაშე მდგარი ბარიერები და მათი აღმოფხვრის გზები.
„რემისიის“ ექსპერტმა, არჩილ კოხტაშვილმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში შერჩეულ პრიორიტეტულ კლიმატ-ტექნოლოგიებსა და მწვანე კლიმატის ფონდში პროექტების წარდგენის პერსპექტივებზე. პროექტები მოიცავდა ქარის ელექტროსადგურებისა და ჰიდრომააკუმულირებელი ჰესებისა და მზის ფოტოვოლტური ელექტროსადგურებისა და ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების კომბინირებას. ასევე, დიდი რეკომენდაცია გაიცა სექტორში შერჩეული კლიმატ-ტექნოლოგიების კვლევების დაფინანსებაზე.
პროექტის კონსულტანტმა, მარინა შვანგირაძემ წარადგინა პრეზენტაცია „მწვანე კლიმატის ფონდი და მისი პროექტები ელექტროენერგიის გენერაციის სექტორში“.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორში არსებული დაინტერესებული მხარეების იდენთიფიცირებას, მათ ურთიერთ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციებს, რაზეც დეტალურად ისაუბრა „რემისიას“ ექსპერტმა, მედეა ინაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფურ სამუშაოზე, რომელიც მიზნად ისახავდა ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორში იდენტიფიცირებული დაინტერესებული მხარეების მიმოხილვას, დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის პროცესში არსებული საჭიროებების შეფასებასა და პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციებს.