შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC-ის მერვე ყოველწლიურ Think Tank Forum-ზე
ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2024

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა მარიამ ლობჯანიძემ მონაწილეობა მიიღო CAREC-ის მერვე ყოველწლიურ Think Tank Forum-ზე, რომელიც 2024 წლის 27-28 აგვისტოს ყაზახეთში, ალმატიში ჩატარდა. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CI) მიერ ორგანიზებული ეს ყოველწლიური ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და მიღწევების გაზიარებისთვის.

მარიამ ლობჯანიძემ მონაწილეობა მიიღო სესიაში თემაზე „CAREC Think Tanks-ის ხმები“. ეს პანელური დისკუსია განიხილავდა კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ანალიტიკური ცენტრები აწყდებიან პოლიტიკისა და ბიზნესის კონტექსტში, მათ შორის მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვა, დაინტერესებული მხარეების ინტერესების მართვა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება პოლიტიკურ და კორპორატიულ სუბიექტებთან ურთიერთობისას. გარდა ამისა, პანელის წევრებმა ისაუბრეს იმ სტრატეგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებსაც ანალიტიკური ცენტრები იყენებენ ფინანსური მდგრადობის მისაღწევად და ინსტიტუციური ზრდის ხელშესაწყობად.

ფორუმმა, რომლის თემაც იყო „კლიმატის გამოწვევა: აზროვნება საზღვრებს მიღმა კოლექტიური მოქმედებისთვის“, ერთ სივრცეში მოუყარა თავი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რომელთაც რეგიონულ გამოწვევებსა და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რაც კლიმატის საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატისადმი მდგრადი გადაწყვეტილებების გამოვლენის გზებზე, ერთობლივი კვლევების შესაძლებლობებსა და კლიმატის ინოვაციური კვლევების ხელშეწყობაზე.

შეავსე ფორმა