08
აპრილი
2018
განათლებაში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პროფესიულ განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებების მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილი წამყვან პოლიტიკურ პოზიციებზე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 2017 წელს გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის (GGI) მიხედვით, ქვეყანამ 94-ე ადგილი დაიკავა (144 ქვეყანას შორის), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრას.
18
იანვარი
2016
სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.
11
სექტემბერი
2015
კომპანიის მართვაში ქალების ჩართვა სასარგებლოა კომპანიის საქმიანობისთვის. მაგალითად, გავლენიანი Catalyst-ის ანგარიშის (დედააზრი: კორპორაციული მუშაობა და საბჭოში ქალების წარმომადგენლობა) თანახმად: „კომპანიებს, რომელთაც მიაღწიეს [გენდერულ] მრავალფეროვნებას, საშუალოდ, სხვა კომპანიებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ“.
20
მაისი
2013
ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, დაბადების მიხედვით, ადამმა დააგემოვნა აკრძალული ვაშლი და ახლა მთელი კაცობრიობა იმკის შედეგებს: მამაკაცები მძიმედ შრომობენ, რათა ტანჯვით მიიღონ საზრდო მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო ქალები ტანჯვით შობენ შვილებს.
15
მარტი
2013
8 მარტს საქართველოში მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის აღნიშვნა საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველი ქალების დაფასებისა და პატივისცემის ტრადიცია უახლესი ისტორიის მიღწევა ნამდვილად არ ყოფილა.