შეავსე ფორმა
Logo
არჩევანი დღევანდელ სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის
06 აპრილი 2020

„ქვეყნებს, რომლებსაც მაკდონალდსი აქვთ, ერთმანეთთან არ უომიათ“, – წერდა ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი თომას ფრიდმანი 1996 წელს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო მრავალი ომის მომსწრე გახდა იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, სადაც მაკდონალდსია. თუმცა ფრიდმანის ეს ფრაზა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაკდონალდსი ეკონომიკური გლობალიზაციის სიმბოლოა. ეკონომიკური გლობალიზაცია კი ნამდვილად არის ომიანობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. ასე რომ, გაუმარჯოს გლობალიზაციას!

გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა ზრდას განაგრძობს. რა უნდა გაკეთდეს?
03 აპრილი 2020

გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

როგორ გადაეცემა საქართველოს რეგიონებს სტუმართმასპინძლობის სექტორში კოვიდ-19-ით გამოწვეული შოკი
27 მარტი 2020

გლობალურ ეკონომიკაზე ვირუსისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების მძლავრი ზემოქმედება უკვე სახეზეა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2 მარტს გამოქვეყნებულ 2020 წლის ეკონომიკური პერსპექტივების შუალედურ ანგარიშში მიმდინარე წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის შეამცირა. ყველაზე მნიშნველოვანი შემცირება ჩინეთს (-0,8 %) შეეხო, მსოფლიო მასშტაბით კი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 2.9%-ის ნაცვლად (2019 წლის ნოემბრის პროგნოზი) 2.4% იქნება.

მთავარია, ვისთან ერთად აწარმოებ და არა – ვინ არის შენი სავაჭრო პარტნიორი: საქართველოს ინტეგრაციის ანალიზი გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში
17 მარტი 2020

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთი პროდუქტის წარმოება, როგორც წესი, დედამიწის მრავალი ქვეყნის საწარმოო რესურსების ჩართულობას გულისხმობს. მაგალითად, ტიპური iPhone-ის წარმოების პროცესში 7 ქვეყანაა ჩართული: აშშ, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი და შვეიცარიაც კი. ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს გლობალური ღირებულების ჯაჭვების სახელით მოიხსენიებენ. გლობალური ღირებულების ჯაჭვების აღმოცენებამ ორიოდე ათწლეულზე მეტი ხნის წინ გარდაქმნა ეკონომისტების შეხედულებები ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობისა და წარმოების სპეციალიზაციის შესახებ.

ეკონომიკური ტრანზიციის ბელარუსული მოდელი: გაკვეთილი საქართველოსთვის?
10 მარტი 2020

„სასტუმრო მეტროპოლი, რომელიც მოსკოვში, წითელი მოედნიდან სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებით დგას, გაზაფხულის ამ მოღუშულ დღეს თითქმის ცარიელია. ეს სულაც არ აწუხებს ჯეფრი საქსს, 38 წლის ბიჭური შესახედაობის პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც ახლა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლება. პროფესორმა საქსმა მისი გუნდის ორ წევრთან, რუსეთში მომუშავე ამერიკელებთან შესახვედრად კომფორტული სავარძელები შეაგროვა სასტუმროში.

შეავსე ფორმა